თავში

კატასტროფის შიში - უიმედო ადგილობრივები უძველესი, 600 წლის თურქული მეჩეთის გადარჩენას ცდილობენ

კატასტროფის შიში - უიმედო ადგილობრივები უძველესი, 600 წლ
კატასტროფის შიში - უიმედო ადგილობრივები უძველესი, 600 წლის თურქული მეჩეთის გადარჩენას ცდილობენ

ერ-რიზკის მეჩეთი ჰასანკიფიდან ახალი ჰასანკიფის კულტურის პარკში გადაიტანეს. 609 წლის მეჩეთი ძველი თურქული ქალაქიდან დაახლოებით 5 კილომეტრით გადააადგილეს, რადგან ახალი კაშხალის მშენებლობის გამო მას დატბორვა ემუქრებოდა. შენობა დაახლოებით 1,700 ტონას იწონის და ის მდინარე ტიგროსის გასწვრივ, თვითმავალი მოდულური ტრანსპორტის საშუალებით გადაიტანეს. მეჩეთის მინარეთი, რომელიც 1409 წელს, აიუბიდების მმართველის, აბუელ მეფაჰირ სულეიმანის ბრძანებით აშენდა, ჩამოიშალა და მთავარი კორპუსიდან მოშორებით, ცალკე გადავიდა. 

ახალი კაშხლის მშენებლობისთვის მოსამზადებლად, ჰასანკიფის ყველა ისტორიული ადგილი თანდათანობით გადააქვთ. ამ დროისთვის, უკვე 6 მათგანია გადატანილი. მათ შორისაა: არტუკლუ ჰამამი (აბანო), სულთან სულეიმან კოჩის მეჩეთი, იმამ აბდულა ზავიიამი, ზეინ აბიდინის მავზოლეუმი და ეიუბის მეჩეთი, აგრეთვე ციხის შუა შესასვლელი. 

მეჩეთი, რომელიც ჰასანკიფში ყველაზე დიდი იყო, ჯერ ნაწილებად დაშალეს, შემდეგ კი პლატფორმაზე ააწყეს. მეჩეთთან დაკავშირებულ საკითხებსა და სახელმწიფო ჰიდრავლიკურ სამუშაოებს, კულტურული ქონებისა და მუზეუმების გენერალური დირექტორატი ხელმძღვანელობა. მისი რეკონსტრუქცია, კულტურულ პარკში გადატანისთანავე იგეგმება. "მგზავრობას" 7 საათი დასჭირდება. 

ჰასანკიფის მცხოვრებლებმა, კაშხალის მშენებლობა და ისტორიული ქალაქის დატბორვა მრავალჯერ გააპროტესტეს. თუმცა, პროექტი შეფერხების გარეშე დაიწყო და პირველი დატბორვა ჯერ კიდევ 2 თვის მოხდა. რამდენიმე თვეში კი, მთლიანად ჩაიძირება. ეს ქალაქი მდინარე ტიგროსის ნაპირზე მდებარეობს და მსოფლიოში, დღემდე დასახლებულ, ყველაზე ძველ ადგილადაა მიჩნეული. იგი 12,000 წლით თარიღდება და ათასობით გამოქვაბულსა და ისტორიული მნიშვნელობის ეკლესიებს მოიცავს. 

მოსახლეობას თავდაპირველად განუცხადეს, რომ ტერიტორია 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში უნდა დაეტოვებინათ. თურქეთის მთავრობას ათასობით არგუმენტი მოჰყავს, რათა დაამტკიცოს, რომ კაშხლის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელს გახდის ქვეყანას და რეგიონში გაჩენილი უამრავი ახალი სამუშაო ადგილი ადგილობრივების გაღატაკებას შეუშლის ხელს. პროექტის კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ზარალი ბევრად მეტი იქნება ვიდრე, სარგებელი. მსოფლიოს ისტორიული შუქურა უბრალოდ გაქრება და ადგილიც დაკარგავს ამ სტატუსს.

პროცესის დასრულების შემდეგ, წყალსაცავი ილიზუდან დაახლოებით 160 კილომეტრს დაფარავს და 70,000-ზე მეტ ადამიანს მოუწევს გადაადგილდება. ასევე მოსალოდნელია,  გადაშენების პირას მყოფ ათასობით სახეობას, ეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის. 

ქალაქი საცხოვრებელი მუზეუმია. ბუნებრივი და ხელით შექმნილი არქიტექტურა ისეთ ისტორიულ პერიოდებს მოიცავს, როგორიცაა: ნეოლითური, ბიზანტიური, რომაული და ოსმალეთის იმპერიის ხანები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system