თავში

კატის თავდასხმამ პილოტს თვითმფრინავის უკან დაბრუნება აიძულა

​კატის თავდასხმამ პილოტს თვითმფრინავის უკან დაბრუნება აიძულა
კატის თავდასხმამ პილოტს თვითმფრინავის უკან დაბრუნება აიძულა

სუდანიდან ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმავალი თვითმფრინავი იძულებული გახდა უკან, ხართუმში დაბრუნებულიყო. მიზეზი პილოტის კაბინაში კატის მოულოდნელი გამოჩენა გახდა.

სუდანის კუთვნილი ავიაკომპანია Tarco-ს ავიალაინერი ნახევარი საათის აფრენილი იყო, როდესაც პილოტებმა კაბინაში უცხო არსება შეამჩნიეს. დაუპატიჟებელი სტუმარი საკმაოდ აგრესიული იყო. ის პილოტებს თავს ესხმოდა და თვითმფრინავის მართვის საშუალებას არ აძლევდა, როს გამოც მათ უკან, სუდანის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კატა თვითმფრინავში სავარაუდოდ ან ღამით აძვრა, როდესაც ლაინერი აეროპორტში იდგა, ან ბორტზე დალაგებისას და ტექნიკური შემოწმების დროს მოხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system