თავში

კაცმა ჟურნალისტი ცოლი სამსახურის გამო მოკლა

​კაცმა ჟურნალისტი ცოლი სამსახურის გამო მოკლა
კაცმა ჟურნალისტი ცოლი სამსახურის გამო მოკლა

პაკისტანში ქმარმა ჟურნალისტი ცოლი იმის გამო მოკლა, რომ ქალმა მუშაობაზე უარი არ თქვა და სამსახურიდან არ წამოვიდა. შემთხვევა აღმოსავლეთ ლაჰორში მოხდა.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ პაკისტანს დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდა. ურუჯ იქბალი ადგილობრივ გაზეთში მუშაობდა. ქმარი მისგან სამსახურზე უარის თქმას ითხოვდა. ურუჯ იქბალი მეუღლემ ალი დილავარმა ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს მოკლა.

მოკლული იქბალის ოჯახი აცხადებს, რომ ქალმა ქმრის მუქარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, თუმცა მათი მხრიდან ამას რეაქცია არ მოჰყოლია. მოძალადე ქმარი, მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია.

პაკისტანში ქალები ხშირად განიცდიან სამსახურში შევიწროებას, თუმცა დამნაშავეები არ ისჯებიან, რადგან ქალები ამის შესახებ ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system