თავში

ქეიტ მიდლტონის სიგამხდრის საიდუმლო

ქეიტ მიდლტონის სიგამხდრის საიდუმლო
ქეიტ მიდლტონის სიგამხდრის საიდუმლო

ბრიტანულმა ტაბლოიდმა გაარკვია, როგორ ახერხებს ქეიტ მიდლტონი 3 შვილის გაჩენის შემდეგ თხელი ფიგურის შენარჩუნებას.

Express.co.uk- ის თანახმად, კემბრიჯის 38 წლის ჰერცოგინია უპირატესობას მაღალი ინტენსივობის კარდიო ვარჯიშებს, განსაკუთრებით სირბილსა და ცურვას ანიჭებს, რაც ბევრი კალორიის სწრაფად დაწვისთვის საუკეთესო საშუალებაა. ქეიტი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს და ხშირად აკეთებს მუცლის პრესის ვარჯიშებს. 

მიდლტონი კვების რაციონსაც აკონტროლებს. არ იღებს შაქარსა და ტკბილეულს. ხშირად მიირთმევს ბოსტნეულს, ხილს, კენკრასა და თევზს. იგი ყოველ დილით სვამს ვიტამინებით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის "სმუზს" რომელსაც ხშირად ამატებს ისპანახს, ქინძს, კომბოსტოს, ან მოცვს. საუზმე ასევე შეიცავს სპირულინას, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარ ზღვის მცენარეს, რაც ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, ქეით მიდლტონს ძალიან უყვარს ცხარე საკვები. ჩილის წიწაკას სასარგებლო გავლენა აქვს, რადგან აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს კალორიებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system