თავში

კეიტ უინსლეტი ამაყობს, რომ ტომ კრუზს აჯობა

​კეიტ უინსლეტი ამაყობს, რომ ტომ კრუზს აჯობა
კეიტ უინსლეტი ამაყობს, რომ ტომ კრუზს აჯობა

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი კეით უინსლეტი ამაყობს, რომ კოლეგა ტომ კრუზის რეკორდი გააუმჯობესა და წყალქვეშ სუნთქვის აპარატის გარეშე ყველაზე დიდხანს დაჰყო. ამის შესახებ მან გამოცემა ET Online-ს განუცხადა.

"ეს მშვენიერი იყო, მე ძალიან ამაყი ვიყავი საკუთარი თავით და ალბათ ვეღარასოდეს გავაკეთებ იმავეს. მე ამ შედეგს ოთხკვირიანი საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ მივაღწიე. ეს მოხდა დიდ აუზში, რომელსაც მყვინთავების მოსამზადებლად იყენებენ", - განაცხადა უინსლეტმა.

ილეთის გაკეთება მას ფანტასტიკურ ფილმისთვის "ავატარი 2" დასჭირდა. მან პანდორას წყალქვეშა არსების როლი შეასრულა. ჯამში უინსლეტმა წყალქვეშ სუნთქვის შეკავება შვიდი წუთისა და 14 წამის განმავლობაში შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზმა "შეუსრულებელი მისიის" გადაღებების დროს სუნთქვის შეკავება 6 წუთით შეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system