თავში

კენიაში კალიების შემოსევას ებრძვიან

კენიაში კალიების შემოსევას ებრძვიან
კენიაში კალიების შემოსევას ებრძვიან

კენიაში კალიების შემოსევას ებრძვიან. პენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა დევიდ ჰიუზიმ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ასახულია ერთ ტერიტორიაზე თავმოყრილი მილიარდობით მწერი.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) პროფესორი ქვეყანაში პრობლემის შესასწავლად და გამოსავლის საპოვნელად მიავლინა. მისი განცხადებით, არსებული სურათი შესაძლოა ბოლო 70 წლის განმავლობაში უპრეცედენტო იყოს.

დევიდ ჰიუზი ამბობს, რომ კალიები სტანდარტულთან შედარებით დიდი ზომისანი არიან. ამას შესაძლოა ხელი შეუწყო აფრიკისთვის არადამახასიათებელმა ძლიერმა წვიმებმა, რომელიც კონტინენტის ჩრდილოეთით გასული წლის ოქტომბერში მოვიდა. კალიებს განვითარებული აქვთ კუნთები და ფრთები. ისინი ინტენსიურად განიცდიან ზრდას.

მეცნიერი აღნიშნულ მოვლენას გლობალურ დათბობას უკავშირებს და ამბობს, რომ მათი რაოდენობა არ შემცირდება. პირიქით, შესაძლოა გაიზარდოს კიდეც, რადგან ამჟამინდელი კვერცხის დების შედეგად, მარტსა და აპრილში კიდევ უამრავი მწერი გამოიჩეკება, რაც „შემოსევის მეორე რაუნდს“ გამოიწვევს.

კენიაში შიშობენ, რომ მოსავლის დიდ ნაწილს დაკარგავენ. ისინი დახმარებისთვის განვითარებულ ქვეყნებს მიმართავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system