თავში

კენიაში პოლიციელებმა ორი ბავშვი მოკლეს

კენიაში პოლიციელებმა ორი ბავშვი მოკლეს
კენიაში პოლიციელებმა ორი ბავშვი მოკლეს

კენიის პოლიციამ ორი ბავშვი მოკლა სპეცოპერაციის დროს, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვების მამის დაკავებას. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, მამაკაცი ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-კაიდასთან" დაკავსირებული პირია და ის ბავშვებს, როგორც "ცოცხალ ფარს" იყენებდა. გ

გამოცემის ცნობით, პარასკევს ღამით პოლიცია მუჰამედ მაპენცის სახლში ცეცხლსასროლი იარაღის მოსაძებნად მივიდა. ამასთანავე, მოხსენებაში ნათქვამია, რომ სპეცოპერაციის მიზანს "ალ-შაბაბის" წევრის დაკავებაც წარმოადგენდა, რომელიც მათი ინფორმაციით ამ ადგილას იმალებოდა. ალ-შაბაბი 2011 წლიდან ახორციელებს თავდასხმებს კენიაში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოფიცრებმა ეჭვმიტანილს სახლის დათვალიერება მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

”როდესაც ოფიცრები შესასვლელად ემზადებოდნენ, ეჭვმიტანილმა მოულოდნელად გააღო კარი და პოლიციელებს ყუმბარა ესროლა, ერთი მათგანი  დაშავდა. ამან აიძულა ოფიცრებს მცეცხლი გაეხსნათ", - ნათქვამია მოხსენებაში.

პოლიციის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაშავდა ეჭვმიტანილის მეუღლეც, რომელიც ორსულად იყო. მოხსენებით თანახმად, ნაყოფი დაიღუპა. ასევე, დაიღუპა ეჭვმიტანილის ორი შვილი, მათ შორის 3 წლის გოგონა, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system