თავში

კენიის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ცრემლსადენი აირი გამოიყენა

კენიის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ცრემლსადენი აირი გამოიყენა
კენიის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ცრემლსადენი აირი გამოიყენა

კენიის დედაქალაქ ნაირობიში დაახლოებით 100-მდე მომიტინგემ პოლიციის სისასტიკის გამო საპროტესტო აქცია გამართა. 

ნაირობის პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა და აქციის მონაწილეების ნახევარი დააკავა.

”ჩვენ არ ვართ შეიარაღებული და ჩვენ უბრალოდ გვინდოდა, ჩვენი აქციის მშვიდობიანად ჩატარება, მაგრამ, როგორც ხედავთ, ისინი ძალიან შეიარაღებულები არიან, მათ დააპატიმრეს 56 ადამიანი და რამდენიმე მათგანი დაშავდა,” - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

პოლიციის თქმით, დაახლოებით 30-მდე ადამიანი დააპატიმრეს, რადგან ისინი არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბიჭი ოფიცრების მიერ არიან მოკლულები. მათი თქმით, პოლიციელთა სისასტიკის გამო კენიის მოსახლეობა უფლებების დაცვას მოითხოვს.

მომიტინგეთა თქმით, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system