თავში

ქერი ფუკუნაგა ჰიროშიმას დაბომბვის შესახებ ფილმს გადაიღებს

ქერი ფუკუნაგა ჰიროშიმას დაბომბვის შესახებ ფილმს გადაიღებს
ქერი ფუკუნაგა ჰიროშიმას დაბომბვის შესახებ ფილმს გადაიღებს

რეჟისორი ქერი ფუკუნაგა, რომელიც ჯეიმს ბონდის ახალ ფილმზე "No Time to Die-ზე" მუშაობს, 1945 წლის აგვისტოში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ იაპონიის ქალაქ ჰიროშიმას ატომური დაბომბვის შესახებ ახალ ფილმს გადაიღებს. მისი სახელწი "Shockwave" იქნება.

გამოცემა Collider-ის ინფორმაციით, ფილმის სცენარის ავტორი ტომ სტოპარდი იქნება. ფილმი დაფუძნებულია ბრიტანელი მწერლის, სტივენ უოკერის წიგნზე "Shockwave: Countdown to Hiroshima". ის მოგვითხრობს იმ მეცნიერებზე, რომლებმაც ბირთვული იარაღი მანჰეტენის პროექტისთვის შექმნეს. ასევე მფრინავებზე, რომლებმაც ბომბი ჰიროშიმაზე ჩამოაგდეს, მსხვერპზე და მსოფლიო ლიდერებზე, ვინც ამ მოვლენების უკან იდგა, მათ შორის, პრეზიდენტ ჰარი ტრუმენზე.

ფილმის პრემიერის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system