თავში

კევინ სპეისი სექსუალურ სკანდალში, შესაძლოა, გაამართლონ

კევინ სპეისი სექსუალურ სკანდალში, შესაძლოა, გაამართლონ
კევინ სპეისი სექსუალურ სკანდალში, შესაძლოა, გაამართლონ
© CNN — Kevin Spacey

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ედება ბრალი, შესაძლოა, გაამართლონ და მიყენებული მორალური ზიანისთვის 40 მილიონის კომპენსაცია გადაუხადონ. ამის მიზეზი მსხვერპლის ანონიმურობაა. მას, ემოციური მდგომარეობის მიზეზით, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. ინფორმაციას Deadline ავრცელებს.

2020 წლის სექტემბერში, გახმაურებული სერიალის "ბანქოს სახლის" ბოლო სეზონის გადაღებისას, ანონიმურმა პირმა და სერიალ Star Trek-ის მსახიობმა ენტონი რეპმა, კევინ სპეისის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს. 2017 წლის ნოემბერში ენტონი რეპმა კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. რეპის თქმით, სპეისი მას სექსუალურად იმ პერიოდში ავიწროებდა, როდესაც იგი არასრულწლოვანი იყო.

სპეისის წინააღმდეგ პირველად სწორედ რეპი ალაპარაკდა. შემდგომში სპეისი სექსუალურ ძალადობაში კიდევ რამდენიმე ადამიანმა ამხილა. სასამართლომდე მხოლოდ ერთი საქმე მივიდა, სასამართლომ მსახიობი უდანაშაულოდ ცნო. მიუხედავად ამისა სპეისის კინოკარიერა დაინგრა, იგი დაითხოვეს House of Cards-ის და All The Money In The World-ის გადაღებებიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system