თავში

ხანძრებს გადარჩენილი ავსტრალია გლობალურ კლიმატური პროტესტს უერთდება

​ხანძრებს გადარჩენილი ავსტრალია გლობალურ კლიმატური პროტესტს უერთდება
ხანძრებს გადარჩენილი ავსტრალია გლობალურ კლიმატური პროტესტს უერთდება

ავსტრალიის მოსახლეობა, რომელმაც, ხანძრების შედეგად, დრამატული ზარალი განიცადა, ახალგაზრდა ეკოლოგების საპროტესტო აქციებს უერთდება. ისინი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ხანძრის შედეგად მათი ქონება განადგურდა, ადამიანები დაიღუპნენ, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

გარემოს დამცველების საპროტესტო აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის დაგეგმილი, მათ შორის ვაშინგტონში, ლონდონში, ბერლინსა და მადრიდში, სადაც 2 დეკემბრიდან 13-ის ჩათვლით, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, გაერო-ს კონფერენცია გაიმართება.

გარემოს თინეიჯერმა დამცველმა და აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა, რომელიც კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მადრიდში იალქნიანი ნავით გაემგზავრა, გარემოს დამცველებს მიმართვა გაუგზავნა.

„ყველას მხარდაჭერა საჭიროა, კეთილი იყოს ნებისმიერის მობრძანება, შემოგვიერთდით!” დაწერა ტუნბერგმა საკუთარ „ტვიტერზე“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system