თავში

ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანია ორ რუს დიპლომატს აძევებს

​ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანია ორ რუს დიპლომატს აძევებს
ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანია ორ რუს დიპლომატს აძევებს

გერმანიის ხელისუფლება რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანია ახალი ზომების შემოღების უფლება იტოვებს, თუ მოსკოვი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს.

მანამდე The Wall Street Journal წერდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიამ რუსეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს.

სტატიას დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომელმაც მკვლელობასთან რუსეთის კავშირი უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

3 დეკემბერს გერმანიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები იყო ჩართული.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, თავის არეში გასროლით მოკლეს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს. მოკლულის ახლობლები მომხდარს თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირს გამორიცხავდნენ. ის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა კრიმინალური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველე" წერდა.

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხარგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია. მკვლელის ვინაობა გამოცემა Bellingcat-მა Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system