თავში

ხარკოვის ქუჩაში სპილომ გაისეირნა

ხარკოვის ქუჩაში სპილომ გაისეირნა
ხარკოვის ქუჩაში სპილომ გაისეირნა

უკრაინის ქალაქ ხარკოვის ქუჩაში მოულოდნელად სპილო გამოჩნდა. ცხოველი ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან შეამჩნიეს. სპილოს გამოჩენამ სასეირნოდ გამოსული ბავშვების აღტაცება გამოიწვია.

ვიდეო სოციალურ ქსელში ჯგუფმა "ХС ხარკოვმა" ატვირთა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სპილო ცირკიდან გაიქცა. მოგვიანებით ცირკის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ სინამდვილეში ცხოველს შიდა ეზოში ასეირნებდნენ, რომელიც საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარეობს და ბავშვების ხმებიც ვიდეოზე აქედან გამომდინარე ისმის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system