თავში

ხარკოვის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფას უკრაინელი დეპუტატის ვაჟი ემსხვერპლა

ხარკოვის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფას უკრაინელი დეპუტატის ვაჟი ემსხვ
ხარკოვის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფას უკრაინელი დეპუტატის ვაჟი ემსხვერპლა

უკრაინელი დეპუტატის, "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" პოლიტიკოსის ვადიმ ოლაბინის ვაჟი ხარკოვის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ოლაბინი ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი კურსანტი იყო.  

ცნობისთვის, უკრაინაში 25 სექტემბერს სამხედრო თვითმფრინავმა Ан-26-მა კატასტროფა დაშვებისას განიცადა. ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბორტზე სულ 27 პირი იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა ჩატარდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system