თავში

ხარკოვში დღეს გლოვის დღეა

ხარკოვში დღეს გლოვის დღეა
ხარკოვში დღეს გლოვის დღეა

მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის გამო, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 22 იანვარი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ხანძართან დაკავშირებით პოლიციამ სამი პირი დააკავა: სახლის მეპატრონე, შენობის მოიჯარე და უკანონო დაწესებულების ადმინისტრატორი.

შეგახსენებთ, 21 იანვარს უკრაინაში, ხარკოვში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილმა ხანძარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა. მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის მიზეზებს სპეციალური სამთავრობო კომისია დაადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system