თავში

ხელისუფლებას ჩემი გაჩუმება უნდა - ტაილანდელი ოპოზიციონერი

ხელისუფლებას ჩემი გაჩუმება უნდა - ტაილანდელი ოპოზიციონერი
ხელისუფლებას ჩემი გაჩუმება უნდა - ტაილანდელი ოპოზიციონერი

ტაილანდის ოპოზიციის წარმომადგენელი თანათორნ ჯანგრუნგუანტიკი ხელისუფლებას მისი გაჩუმების მცდელობაში ადანაშაულებს. პოლიტიკოსს სამეფო ოჯახის ცილისწამებაში სდებენ ბრალს.

ოპოზიციონერი ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იმ კომპანიის იმედად არის, რომლიც საქმეს წესიერად არ აკეთებს.

თანათორნ ჯანგრუნგუანტიკმა ხელისუფლება ვაქცინაციის არასწორი კამპანიის ჩატარებაში დაადანაშაულა. ოპოზიციონერის თქმით ხელისუფლება მთლიანად მინდობილია კომპანია Siam Bioscience-ზე, რომელმაც ვერ შეძლო ვაქცინის მწარმოებლებთან სათანადო გარიგების გაფორმება. ამის გამო კი ქვეყანაში ვაქცინაციისა და პანდემიის პრევენციის პროცესი ნელი და არაეფექტური იქნება.

ტაილანდური კომპანია Siam Bioscience სამეფო ქონების ბიუროს მფლობელობაშია, რომელიც მეფის მაჰა პირადი კონტროლის ქვეშ მილიონობით დოლარს განკარგავს.

Siam Bioscience-მა ოქტომბერში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოების ვალდებულება აიღო და მისი წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიის გასავითარებლად სახელმწიფოსგან 20 მილიონი დოლარი მიიღო. Siam Bioscience-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ვაქცინით უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა.

თანათორნ ჯანგრუნგუანტიკი ამტკიცებს, რომ AstraZeneca-თან ხელშეკრულება გამჭვირვალე არ იყო და Siam Bioscience-მა ვაქცინის წარმოების ნებართვა სხვა კომპანიებთან შედარებით დაუმსახურებლად მიიღო.

ტაილანდში თანათორნ ჯანგრუნგუანტიკის წინააღმდეგ მეფის ცილისწამებისთვის სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს დანაშაული ქვეყანაში 15 წლიანი პატიმრობით ისჯება.

ოპოზიციის ლიდერი უარყოფს მეფის ცილისწამების ფაქტს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც მის გაჩუმებას ისახავს მიზნად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system