თავში

ხელთათმანი, რომელიც ყრუ-მუნჯების ჟესტიკულაციას თარგმნის

ხელთათმანი, რომელიც ყრუ-მუნჯების ჟესტიკულაციას თარგმნის
ხელთათმანი, რომელიც ყრუ-მუნჯების ჟესტიკულაციას თარგმნის

მაღალტექნოლოგიური ხელთათმანი, რომელიც სენსორების საშუალებით მუშაობს, წამში ერთ სიტყვას თარგმნის. ხელთათმანი ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა მორგებული.

მეცნიერები, რომლებმაც ეს პროექტი შეიმუშავეს, თვლიან, რომ ინოვაციამ, შესაძლოა, ყრუ-მუნჯ ადამიანებს კომუნიკაცია გაუმარტივოს და მათ თარჯიმნები აღარ დასჭირდეთ. მათი თქმით, მოწყობილობის სენსორი ცერა თითიდან 4 თითის გასწვრივ გადის, შემდეგ ეს სიგნალები უსადენოდ ეგზავნება სმარტფონს, სადაც იდენტიფიცირდება თითოეული ასო, სიტყვა და ფრაზა. 

”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება მარტივი გზა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იყენებენ ჟესტიკულაციას”, - ამბობს წამყვანი მკვლევარი ჯუნ ჩენი.

მკვლევარებმა, ასევე დაამაგრეს წებოვანი სენსორები ადამიანის სახეზე, წარბებს შორისა და პირის ღრუს ერთ მხარეს. ამით ისინი სახის მიმიკების გარკვევას შეძლებენ, რომელიც ამერიკული ჟესტიკულაციის აქტიური ნაწილია. ჩენის თქმის, ეს მოწყობილობები სატარებლად საკმაოდ მსუბუქია. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჟესტების ენას, საშუალოდ, 100 000-დან 1 მილიონამდე ადამიანი იყენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system