თავში

ხირდალანში სახლის ნანგრევებში მოყოლილ ბავშვს ეძებენ - VIDEO - PHOTO

​ხირდალანში სახლის ნანგრევებში მოყოლილ ბავშვს ეძებენ
ხირდალანში სახლის ნანგრევებში მოყოლილ ბავშვს ეძებენ - VIDEO - PHOTO

აზერბაიჯანში, აფშერონის რაიონის ქალაქ ხირდალანში ორსართულიანი სახლის ნანგრევებში სამძებრო- სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ბავშვს, 2012 წელს დაბადებულ ფატიმა მუსაევას ეძებენ. სახლის ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია.

მაშველებმა ამ დროისთვის ნანგრევებიდან 6 ადამიანის ამოყვანა და გადარჩენა შეძლეს. მათ შორის ერთი გოგონას მამა ვიუსალ მუსაევია. სამწუხაროდ ბავშვის დედა, აითენ მუსაევა აფეთქებას ვერ გადაურჩა. მაშველებმა ნანგრევებში მისი ცხედარი იპოვეს.

მაშველები იმედოვნებენ, რომ ბავშვის ნანგრევებიდან ამოყვანას და მის გადარჩენას შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system