თავში

ხოაკინ ფენიქსმა მადლობა ჰიტ ლეჯერს გადაუხადა - VIDEO

ხოაკინ ფენიქსმა მადლობა ჰიტ ლეჯერს გადაუხადა - VIDEO
ხოაკინ ფენიქსმა მადლობა ჰიტ ლეჯერს გადაუხადა - VIDEO

19 დეკემბერს ლოს-ანჯელესში Screen Actors Guild Award-ის ცერემონია ჩატარდა. საღამოს მთავარი ჯილდო "საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის" ფილმ "პარაზიტს" გადაეცა, ხოლო "საუკეთესო მსახიობის" წოდება ხოაკინ ფენიქსმა ფილმ "ჯოკერში" შესრულებული როლისთვის მოიპოვა. 

სიტყვით გამოსვლისას ფენიქსმა, არა მხოლოდ ის მსახიობები ახსენა, რომლებიც მასთან ერთად ამ კატეგორიაში იყვნენ ნომინირებული (ლეონარდო დიკაპრიო, ადამ დრაივერი, კრისტიან ბეილი და თერონ ედგერტონი), არამედ ჰით ლეჯერიც, რომელიც ბეტმენის მეტოქეს კრისტოფერ ნოლანის The Dark Knight ტრილოგიის მეორე ნაწილში ასრულებდა. 

ხოაკინმა მას საყვარელი მსახიობი უწოდა და აღნიშნა, რომ ჯოკერის პერსონაჟის შექმნაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. 

  



 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system