თავში

ხორვატიაში მიწისძვრამ 15 წლის გოგონა იმსხვერპლა

ხორვატიაში მიწისძვრამ 15 წლის გოგონა იმსხვერპლა
ხორვატიაში მიწისძვრამ 15 წლის გოგონა იმსხვერპლა

ხორვატიამ აფტერშკორების სერია გადაიტანა მას შემდეგ, რაც გუშინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სეისმოლოგების თქმით, 5,5 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, ზაგრებში კიდევ 50 შედარებით სუსტი ბიძგი დაფიქსირდა. ამან პანიკა, საავადმყოფოების ევაკუაცია და სტრუქტურული დაზიანებები, მათ შორის, ქალაქის ცნობილი ტაძრისა და სხვა ისტორიული ნაგებობების ჩამონგრევა გამოიწვია. 

ყველაზე მძლავრმა განმეორებითმა ბიძგმა, რომელმაც 3,7 მაგნიტუდას მიაღწია, ადამიანებს სახლიდან გაქცევისა და სკვერებსა და გაშლილ ტერიტორიებზე თავმოყრისაკენ უბიძგა, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრა აკრძალული იყო. 

ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებით, 15 წლის გოგონა საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. 

მიწისძვრის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, მათგან 17 მძიმე მდგომარეობაშია. ასევე დაზიანდა 250 სახლი. 59 ადამიანი კი დროებით თავშესაფარში იმყოფება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, დავორ ბოზინოვიჩმა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის ახალი შეზღუდვები გამოაცხადა, მათ შორის, აკრძალვა სახლის დატოვებაზე. გარეთ გასვლა ნებადართულია მხოლოდ საკვებისა და მედიკამენტების შეძენისთვის და სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან სამუშაოდ წასასვლელად, თუ მისი შესრულება დისტანციურად შეუძლებელია. 

"ჩვენ ახლა, ერთდროულად ორ კრიზისთან გვიწევს გამკლავება", - განაცხადა ბოზინოვიჩმა. 

ბოლო მონაცამებით, ხორვატიაში 315 კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. 

ხორვატიაში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა 22 მარტს მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system