თავში

ხორვატიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

​ხორვატიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ხორვატიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.

ქალაქ პეტრინიას მერის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად ერთი მცირეწლოვანი გარდაცვლილია. ნანგრევებში კი ამ დრომდე დაშავებული მოქალაქეები რჩებიან.

სტიქიის ეპიცენტრში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადების მობილიზაცია გრძელდება.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები სხვადასხვა დასახლებაში გადაღებულ დანგრეული შენობების ფოტოებს ავრცელებენ და წერენ, რომ ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებთან 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს ბოლო 24 საათში მეორე მიწისძვრაა ქვეყანაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების სიახლოვეს, პეტრინიას დასახლებასთან, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system