თავში

ხუან გუაიდო ვენესუელის ოპოზიციამ ისევ პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია

​ხუან გუაიდო ვენესუელის ოპოზიციამ ისევ პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია
ხუან გუაიდო ვენესუელის ოპოზიციამ ისევ პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია

ოპოზიციის ლიდერი და ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ისევ პარლამენტის თავმჯდომარეა, თუმცა კენჭისყრა არა პარალემენტის შენობაში, არამედ გაზეთის რედაქციაში გაიმართა. მანამდე, ნიკოლას მადუროს დაქვემდებარებაში მყოფმა უშიშროების ძალებმა ქვეყნის ეროვნული ასამბლეის შენობა აიღეს და ხუან გუაიდოს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს იქ შესვლის საშუალება არ მისცეს. საკანონმდებლო ორგანოს ახალ სპიკერად კი, გუაიდოს ნაცვლად, ყოფილი ოპოზიციონერი ლუის პარრა დანიშნეს. გუაიდოს მოკავშირეებმა მომხდარს საპარლამენტო გადატრიალება უწოდეს.

მიმდინარე კვირას ოპოზიციის ლიდერებს გუაიდო, რომელიც 50-ზე მეტმა ქვეყანამ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნო, მეორე ვადით უნდა აერჩიათ სპიკერად. რაც შეეხება ლუის პარრას, ის ოპოზიციური პარტიიდან გასულ თვეს კორუფციის ბრალდების გამო გარიცხეს. ამის შემდეგ პარრამ გუაიდოს მიმართ კრიტიკა გააქტიურა.

აშშ-მა ხუან გუაიდოს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ის პარლამენტის კანონიერი თავმჯდომარე და ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტია. გუაიდოს მხარს უჭერს ევროკავშირიც და აცხადებს, რომ გუაიდო პარლამენტის თავმჯდომარე მანამ იქნება, სანამ საკანონმდებლო ორგანოში სამართლიანი კენჭისყრის პირობები არ იქნება უზრუნველყოფილი.

ვენესუელაში, ბრძოლა ძალაუფლებისთვის მადუროს მემარცხენე- ცენტრისტ მთავრობას, რომელსაც მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერს, და ხუან გუაიდოს მემარჯვენე-ცენტრისტ ოპოზიციას შორის, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე, გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი უნდა დაეკავებინა. ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 2019 წლის იანვარში გამოაცხადა, თუმცა მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორება დღემდე ვერ მოახერხა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system