თავში

ხუან გუაიდოსა და მაიკ პომპეოს შეხვედრა დღეს გაიმართება

​ხუან გუაიდოსა და მაიკ პომპეოს შეხვედრა დღეს გაიმართება
ხუან გუაიდოსა და მაიკ პომპეოს შეხვედრა დღეს გაიმართება

დღეს კოლუმბიაში ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ხუან გუაიდოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივვის, მაიკ პომპეოს შეხვედრა გაიმართება.

მიუხედავად ქვეყნიდან გასვლაზე არსებული აკრძალვისა, ხუან გუაიდო კოლუმბიაში მაინც გაემგზავრა, სადაც ასევე ქვეყნის პრეზიდენტს, ივან დუკს შეხვდა.

„ჩვენ გავაძლიერებთ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ვენესუელა“, – განაცხადა ხუან გუაიდომ კოლუმბიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვენესუელაში, ბრძოლა ძალაუფლებისთვის მადუროს მემარცხენე- ცენტრისტ მთავრობას, რომელსაც მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერს, და ხუან გუაიდოს მემარჯვენე-ცენტრისტ ოპოზიციას შორის, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე, გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი უნდა დაეკავებინა. ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 2019 წლის იანვარში გამოაცხადა, თუმცა მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორება დღემდე ვერ მოახერხა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system