თავში

ხუთი წლის ბავშვმა დედას მანქანა მოჰპარა და "ლამბორგინის" საყიდლად წავიდა - VIDEO

ხუთი წლის ბავშვმა დედას მანქანა მოჰპარა და "ლამბორგინის" საყიდლად წავი
ხუთი წლის ბავშვმა დედას მანქანა მოჰპარა და ლამბორგინის საყიდლად წავიდა - VIDEO

კალიფორნიაში პოლიციამ 5 წლის ბავშვი გააჩერა. ის დედის ავტომობილით გადაადგილდებოდა. ბავშვმა პოლიციას განუცხადა, რომ დედას ეჩხუბა, რადგან მან Lamborghini-ის შეძენაზე უარი უთხრა. ამის შესახებ The Independent წერს.

განაწყენებულმა ბავშვმა დედას მანქანის გასაღები მოჰპარა, მანქანა დაქოქა და დაიძრა. მისი თქმით, ის Lamborghini-ის ყიდვას აპირებდა. ამისთვის კი ჯიბეში სამი დოლარი ედო. 

პოლიციელმა რიკ მორგანმა გზაზე ავტომობილი დაინახა, რომელიც უცნაური ტრაექტორიით გადაადგილდებოდა. მან იფიქრა, რომ მძღოლი შეუძლოდ გახდა. პოლიციელმა მანქანა გააჩერა და საჭესთან ბავშვი აღმოაჩინა.

პოლიციელის თქმით, ბავშვი სავარძლის კიდეზე იჯდა. ასე ის სატერფულებს წვდებოდა.

"ბავშვი იუტას შტატიდან იყო და კალიფორნიაში ლამბორგინის შესაძენად მიდიოდა. თუმცა ამისთვის თანხა არ ეყოფოდა, რადგან ჯიბეში მხოლოდ 3 დოლარი ედო", - განაცხადეს პოლიციაში.

პოლიციის განცხადებით, საჭესთან ყოფნის პერიოდში ბავშვი რაიმე ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი არ გამხდარა. ავტომობილი და ბიჭი მშობლებს დაუბრუნეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system