თავში

ხუთი თვის ბავშვის ცხედარს, რომელიც ყინულში ჩავარდა, დღემდე ეძებენ

​ხუთი თვის ბავშვის ცხედარს, რომელიც ყინულში ჩავარდა, დღემდე ეძებენ
ხუთი თვის ბავშვის ცხედარს, რომელიც ყინულში ჩავარდა, დღემდე ეძებენ

რუსეთში, ხანტა-მანსის ავტონომიურ ოლქში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 20 ნოემბერს გაყინულ მდინარეზე Chevrolet Niva-ს გადაადგილებისას ყინული გასკდა და ავტომობილი წყალში ჩავარდა. ინციდენტის დროს მანქანაში 9 ადამიანი იმყოფებოდა: სამი მამაკაცი, სამი ქალი და სამი ბავშვი, რომელთაგან უმცროსი 5 თვის იყო.

ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. მაშველებმა წყლიდან 29 წლის ქალის ცხედარი ამოიყვანეს, რომელსაც ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.

მძიმედ დაშავდა 6 წლის გოგონა. სამი დღე მან რეანიმაციაში გაატარა. დღეს დილით ექიმებმა მისი კომიდან გამოყვანა შეძლეს.

გამოძიების ცნობით, ავტომობილს მამაკაცი მართავდა, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა. ის დაკავებულია. მისი თქმით, 29 წლის ქალს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, რის გამოც მათ სამშობიაროში ეჩქარებოდათ.

5 თვის ბავშვის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system