თავში

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ბიგ-ბენი ისევ დაირეკება

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ბიგ-ბენი ისევ დაირეკება
ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ბიგ-ბენი ისევ დაირეკება

მსოფლიოში ცნობილი ბიგ-ბენის საათი, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მდებარეობს, მომავალი წლიდან ყოველ საათის დადგომას ისევ აუწყებს საზოგადოებას. ელისაბედის კოშკის რესტავრაცია 2022 წელს სრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ცნობილმა საათის ზარებმა ბოლოს ორშაბათს, 2017 წლის 21 აგვისტოს დარეკა.

კოშკის რესტავრაციის პროექტის ღირებულება უკვე სულ მცირე 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

პირველად 13,7-ტონიანი "დიდი ზარი" 1859 წელს დაირეკა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ უკვე იყო პერიოდები, როდესაც ბიგ-ბენს არ დაუკრავს, მიმდინარე რესტავრაციის გამო ის იძულებულია, თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში "დადუმდეს".

ბიგ-ბენი ლონდონში მდებარე ვესტმინსტერის სასახლის საათიანი კოშკის პოპულარული ტურისტული სახელია. 2012 წლიდან კოშკის ოფიციალური სახელწოდებაა ელისაბედის კოშკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system