თავში

ხვალ ევროკავშირი ბელარუსს დამატებით სანქციებს დაუწესებს

ხვალ ევროკავშირი ბელარუსს დამატებით სანქციებს დაუწესებს
ხვალ ევროკავშირი ბელარუსს დამატებით სანქციებს დაუწესებს

ორშაბათს ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

Reuters-ის ცნობით, სანქციები დაუწესდებათ ბელარუსის იმ ავიაკომპანიებს და ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც ევროკავშირის საზღვართან მიგრანტთა მიყვანაში მიიღეს მონაწილეობა.

ბორელის თქმით, დაგეგმილია ავიაკომპანიების და ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა და ფინანსური აქტივების გაყინვა.

ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ მიგრანტთა კრიზისის საქმეში 30-მდე ოფიციალური პირია ჩართული, რის გამოც, შესაძლოა მათაც დაუწესდეთ სანქციები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system