თავში

ხვალიდან აზერბაიჯანში კარანტინის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება

​ხვალიდან აზერბაიჯანში კარანტინის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება
ხვალიდან აზერბაიჯანში კარანტინის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება

24 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით აზერბაიჯანში კარანტინის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

შეხვედრის დროს მინისტრებმა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური რეჟიმი უნდა გამოცხადებულიყო.

ოპერატიული შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს სახლის დატოვება ეკრძალება. ბაქოში ავტომობილების შესვლა იკრძალება (სამედიცინო და სამაშველო სამსახურების, ასევე სატვირთოების გარდა), ჩერდება მგზავრების გადაყვანა, ქვეყნის მოქალაქეებს ჩარტერული რეისებით დააბრუნებენ, იკძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, მოსახლეობამ სოციალური დისტანცია უნდა დაიცვას, იხურება სავაჭრო ცენტრები. მუშაობას აგრძელებენ სუპერმარკეტები, სურსათის მაღაზიები და აფთიაქები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system