თავში

კიბერუსაფრთხოება და ჯანდაცვა - კამალა ჰარისის პრიორიტეტები

კიბერუსაფრთხოება და ჯანდაცვა - კამალა ჰარისის პრიორიტეტები
კიბერუსაფრთხოება და ჯანდაცვა - კამალა ჰარისის პრიორიტეტები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის პრიორიტეტები განსაზღვრა. ჰარისის თქმით ის კიბერუსაფრთხოებასა და ჯანდაცვის საკითხებში სხვადასხვა ქვეყანასთან აქტიურ თანამშრომლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ვიცე-პრეზიდენტს უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეისუსთან, კანადის პრემიერთან ჯასტინ ტრუდოსთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან. დაგეგმილია მსოფლიოს სხვა ლიდერებთან საუბარიც.

რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტებს,ინაუგურაციიდან პირველი 6 თვის განმავლობაში არც პრეზიდენტი ბაიდენი და არც ვიცეპრეზიდენტი ჰარისი უცხოეთში ვიზიტს არ გეგმავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system