თავში

კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა პირველმა პაციენტმა მიიღო

კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა პირველმა პაციენტმა მიიღო
კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა პირველმა პაციენტმა მიიღო

ფარმაცევტულმა კორპორაცია BioNTech-მა კიბოს საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპი დაიწყო.

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, კომპანია სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებს აწარმოებდა, რომლებმაც დადებითი შედეგები აჩვენა. ამის შესახებ გამოცემა IFL Science წერს.

სულ ახლახან, კიბოს საწინააღმდეგო სატესტო ვაქცინის პირველი დოზა პირველმა პაციენტმა მიიღო.

პრეპარატ BNT111-ით მკურნალობა  დღეისათვის არსებულ იმუნოთერაპიულ პრეპარატთან ერთად კომბინირებულად ტარდება. 

პრეპარატის კვლევის მეორე ფაზაში მონაწილეობას 120 პაციენტი მიიღებს.

BNT111-ის სამიზნეს  ოთხი ანტიგენი წარმოადგენს, რომელთაგან ერთი მეტასტაზური მელანომის შემთხვევათა 90%-ში გვხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system