თავში

კიევის სკოლები საკარანტინო არდადეგებზე გადადიან

​კიევის სკოლები საკარანტინო არდადეგებზე გადადიან
კიევის სკოლები საკარანტინო არდადეგებზე გადადიან

კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის მატების გამო კიევში სკოლები 23 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით არდადეგებზე გადადიან. ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.

ამის შესახებ 22 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელების საკითხებში ალექსეი კულებამ.

ამასთან, დედაქალაქის საბავშვო ბაღები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ, იმ პირობით, რომ პერსონალის 100% ვაქცინირებულია.

ამასთან, კიევის ადმინისტრაცია სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავს. ამასთან, თუ დედაქალაქი "წითელ ზონაში" გადავა, შეზღუდვები მგზავრობაზეც დაწესდება.

ამასთან, კულებას თქმით, სპეცსაშვების შემოღებაზე ჯერ საუბარი არ არის.

ამჟამად კიევი "ნარინჯისფერ ზონაშია". 

ცნობისთვის უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავიეუსის 23 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ეს როგორც ინფიცირების, ასევე გარდაცვალების კუთხით რეკორდული მაჩვენებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system