თავში

კიევმა ნეთანიაჰუს მოსკოვთან მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვა

​კიევმა ნეთანიაჰუს მოსკოვთან მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვა
კიევმა ნეთანიაჰუს მოსკოვთან მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვა

კიევმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოსკოვთან მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვა. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიიჩუკმა I24news-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მე უკვე მთხოვეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჩართული ყოფილიყო, როგორც შესაძლოა შუამავალი ამ სცენარში", - განაცხადა მან.

უკრაინის ელჩის თქმით, ისრაელის პრემიერს ორივე ქვეყნის პრეზიდენტებთან კარგი ურთიერთობა აქვს.

"მან გამოხატა ინტერესი და დახმარების სურვილი", - განაცხადა დიპლომატმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მკვეთრად დაიძაბა. რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით სამხედრო ნაწილებს მოუყარა თავი. გახშირდა დაბომბვები გამყოფი ხაზის გასწვრივ, რასაც სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი მოჰყვა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე გამოთქვეს აშშ-მა, NATO-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა. ისინი პუტინს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებდნენ.

22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გენერალურ შტაბს და ჯარების მეთაურებს დაავალა, მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დააბრუნონ ჯარები, რომლებიც ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვართან იყო მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system