
კიევში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევოსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მ ედია ავრცელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინა-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. ასევე იგეგმება ორმხრივი დოკუმენტების გაფორმება.
მოგვიანებით აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები მედიის წარმომადგენლებთან განცხადებებს გააკეთებენ.