თავში

კიევში კორპუსის აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

კიევში კორპუსის აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია
კიევში კორპუსის აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

უკრაინაში, ქალაქ კიევში, გრიგორენკოს გამზირზე ცხრასართულიანი სახლის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 23 პირი გამოიყვანეს. 

ამ დროისათვის, სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ კორპუსის აფეთქება ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

12:50

უკრაინაში, ქალაქ კიევში, გრიგორენკოს გამზირზე ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიტანეს. 

ინციდენტის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

11:45

უკრაინაში, ქალაქ კიევში, გრიგორენკოს გამზირზე ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

აფეთქება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა. წინასწარი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. განადგურებულია სახლის 4,5,6 და 7 სართულები.

შემთხვევის ადგილზე 46 მაშველი და ცხრა ერთეული ტექნიკა მუშაობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system