თავში

კიმ ჩენ ინი, შესაძლოა, მისმა დამ შეცვალოს

​კიმ ჩენ ინი, შესაძლოა, მისმა დამ შეცვალოს
კიმ ჩენ ინი, შესაძლოა, მისმა დამ შეცვალოს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ძალაუფლების გადაცემას კიმ ჩენ იმის დისთვის განიხილავს. ამის შესახებ იაპონური მედია წერს. ჟურნალისტების ცნობით, სწორედ ის უხელმძღვანელებს ქვეყანას, თუკი ამჟამინდელი ლიდერი გარდაიცვლება.

გაზეთი Asahi წერს, რომ მზადება უკვე 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. კიმ იო ჩჟონი ქვეყანაში "მეორე ადამიანად იქცა".

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პოსტზე შემცვლელად მისი კანდიდატურა თავად კიმ ჩენ ინმა წარადგინა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი სერიოზულად ავადაა. 

ეჭვები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის კარგა ხანია საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. 15 აპრილის იგი არ დასწრებია ბაბუამისის დაბადების დღის აღსანიშნავ საყოველთაო დღესასწაულს. ინფორმაცია მისი ოპერაციის შესახებ კი სამხრეთ კორეაში გამომავალმა მედიასაშუალებამ Daily NK-მა გაავრცელა. პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ კიმ ჩენ ინმა 12 აპრილს გულის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას კიმგანსანის აგარაკზე გადის. მედიასაშუალების თქმით, ქირურგიული ჩარევა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ჭარბი წონის, თამბაქოს გადამეტებული მოხმარებისა და ბევრი მუშაობის შედეგად გამოწვეული გადაღლილობის გამო დასჭირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system