თავში

კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან "განსაკუთრებული“ ურთიერთობა აქვს

კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან "განსაკუთრებული“ ურთიერთობა
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან განსაკუთრებული“ ურთიერთობა აქვს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მჭიდრო და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების შენარჩუნებას აგრძელებს.

ამის შესახებ ჩრდილო კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩევლის კიმ გე გვანის განცხადებაში ნათქვამი, რომელსაც კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს.

„ვადასტურებ, რომ ჩვენი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარესა და პრეზიდენტ ტრამპს შორის ურთიერთობები მტკიცეა და მათი ნდობა ერთმანეთის მიერ კვლავ ნარჩუნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კიმ გე გვანმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ის რამდენიმე დღის წინ მიიღო და აშშ-სთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ „მასსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულია“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system