თავში

კიმ ჩენ ინის და აშშ-ს აფრთხილებს

​კიმ ჩენ ინის და აშშ-ს აფრთხილებს
კიმ ჩენ ინის და აშშ-ს აფრთხილებს

იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა ფრთხილად უნდა მოახდინოს იმ სიგნალების ინტერპრეტაცია, რომელიც ფხენიანიდან მოდის, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჩენმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს.

"როგორც ჩანს, აშშ სიტუაციას ისე განმარტავს, რომ თავი დაიმშვიდოს. მცდარი მოლოდინი კიდევ უფრო მწარე იმედგაცრუებას გამოიწვევს", - განაცხადა მან.

კიმ იო ჩენი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის, ჯეიკ სალივანის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ "კი ჩენ ინის განცხადება აშშ-ის ხელისუფლებასთან დიალოგისა და კონფრონტაციის შესახებ საინტერესოა".

სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მანამდე გამოთქვა მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეასთან ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის მიზნით კონსულტაციების გასამართად. 

ცნობისთვის, 18 ივნისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან როგორც დიალოგისთვის, ასევე დაპირისპირებისთვის უნდა იყოს მზად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system