თავში

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ის შემთხვევები არ დაფიქსირებულა

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ის შემთხვევე
კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ის შემთხვევები არ დაფიქსირებულა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ფხენიანში გამართულ სამხედრო აღლუმზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო NDTV წერს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ მასშტაბური აღლუმის მიმდინარეობისას დამსწრე პირებს სამედიცინო პირბადეები არ ეკეთათ და ამავდროულად, სოციალური  დისტანცირების წესებსაც არ იცავდნენ.

ცნობისთვის, დღეს ფხენიანში „კორეის შრომის პარტიის“ შექმნის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა. 

სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ფხენიანმა, შესაძლოა, აღლუმი ახალი სტრატეგიული იარაღის, ბალისტიკური რაკეტის დემონსტრირებისთვის გამოიყენოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system