თავში

კიმ ჩენ ინმა 20 კილოგრამი დაიკლო

​კიმ ჩენ ინმა 20 კილოგრამი დაიკლო
კიმ ჩენ ინმა 20 კილოგრამი დაიკლო

სამხრეთ კორეის დაზვერვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თითქმის 20 კგ დაიკლო, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. ინფორმაციას Yonhap ავრცელებს.

ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახურში დასძინეს, რომ მანამდე მისი წონა დაახლოებით 140 კგ იყო.

სამხრეთ კორეის სადაზვერვო უწყებამ გამოაქვეყნა უახლესი მონაცემები, რათა უარყოს ჭორები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება, სავარაუდოდ, საჯარო ღონისძიებებზე კიმ ჩენ ინის ორეულს იყენებს, რადგან მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

აღნიშნულია, რომ სეულმა კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესასწავლად ხელოვნური ინტელექტი და სხვა სამეცნიერო მეთოდები გამოიყენა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system