თავში

კიმ ჩენ ინმა არმიას საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება უბრძანა

​კიმ ჩენ ინმა არმიას საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება უბრძანა
კიმ ჩენ ინმა არმიას საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება უბრძანა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა "აგრესიის მიზნით "სასოწარკვეთილი და დაჟინებული სამხედრო წვრთნების გაძლიერებაში" "მტრული ძალები" დაადანაშაულა და არმიას მოუწოდა, საბრძოლი ეფექტურობის გასაძლირებლად მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს.

”ამჟამად, მტრული ძალები სისტემატურად აგრძელებენ თავიანთი შესაძლებლობების განვითარებას ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ დარტყმის განხორციელების მიზნით და ზრდიან შეიარაღებას, ამასთან, პარალელურად ააქტიურებენ ყველა სახის სასოწარკვეთილ და დაჟინებულ სამხედრო წვრთნებს აგრესიის მიზნით”, - ციტირებს სააგენტო კიმ ჩენ ინის სიტყვებს, რომლებიც მან სამხედრო მეთაურებისა და პოლიტმუშაკებისთვის გამართულ სემინარზე წარმოთქვა.

კიმ ჩენ ინმა ასევე მოუწოდა ჯარისკაცებს, სიცოცხლე ჩრდილოეთ კორეის ხალხისა და მათი ქონების დასაცავად მიეძღვნათ. მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეები უნდა ამაყობდნენ, რომ ისინი "ხალხის ბედნიერების შემქმნელები, მცველები არიან და პარტიისადმი ხალხის ნდობის შენარჩუნებაზე აგებენ პასუხს".

სააგენტო წერს, რომ სემინარზე პარტიის პოლიტიკის განხორციელების კუთხით სამხედრო დანაყოფების მუშაობაში არსებული ხარვეზები დეტალურად გააანალიზეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system