თავში

კიმ ჩენ ინმა პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის სხდომა მოიწვია

კიმ ჩენ ინმა პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის სხდომა მოიწვია
კიმ ჩენ ინმა პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის სხდომა მოიწვია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კორეის მმართველი მშრომელთა პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის გაფართოებული სხდომა მოიწვია, სადაც მან "ომის შემაკავებელი" ძალების გაძლიერების საკითხი განიხილა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. 

მეშვიდე მოწვევის ცენტრალური სამხედრო კომისიის მეხუთე გაფართოებულ სხდომაზე ასევე განხილულ იქნა არაერთი საკითხი, სახალხო არმიის მეთაურთა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებთან, პარტიის განათლებისა და პოლიტიკური მუშაკების გააქტიურების საკითხებზე. ასევე განიხილეს არმიის მეთაურთა თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და სამართალდამცავი ორგანოების ძირითადი ინსტანციების მეთაურების დანიშვნის საკითხი.

შეხვედრის გაფართოებული ნაწილის შემდეგ, გაიმართა მორიგი დახურული შეხვედრა. სადაც განიხილეს სტრატეგიული მიზნები და ოპერაციებისა და წამყვანი სამხედრო ნაწილების მობილიზაციისთვის მზადყოფნის საკითხები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system