თავში

კიმ ჩენ ინმა სამხრეთს კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეაჩერა

​კიმ ჩენ ინმა სამხრეთს კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეაჩერა
კიმ ჩენ ინმა სამხრეთს კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეაჩერა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ორ კორეას შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, სეულის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო მოქმედებები შეაჩერა.

ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, თუმცა გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია.

გასულ კვირაში ფხენიანმა სამხრეთ კორეასთან ყველანაირი ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა, კომუნიკაციის ყველანაირი საშუალება გაანადგურა და სამხედრო მოქმედებებით დაიმუქრა. ფხენიანის ეს ნაბიჯი ჩრდილოეთის ტერიტორიაზე ანტისამთავრობო პროპაგანდის შემცველი ფურცლების გავრცელებას მოჰყვა, რაშიც ფხენიანმა სეული დაადანაშაულა. სეულის შეთავაზებას სპეციალური მომლაპარაკებლის გაგზავნასთან დაკავშირებით, ფხენიანმა უარით უპასუხა და სასაზღვრო ზონაში ჯარების შეყვანით დაიმუქრა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფხენიანმა, დაძაბულობის შექმნის შემდეგ დროებით უკან დაიხია, რომ სეული გარკვეულ დათმობებზე წაიყვანოს.

სეული ფხენიანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრო სამინისტროს პრესმდივნის იო სანგ-კის განცხადებით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და სწავლობენ ფხენიანის განცხადებებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system