თავში

კინ ჩენ ინმა სეულთან სამეკავშირეო ოფისი ცოლის გამო ააფეთქა

​კინ ჩენ ინმა სეულთან სამეკავშირეო ოფისი ცოლის გამო ააფეთქა
კინ ჩენ ინმა სეულთან სამეკავშირეო ოფისი ცოლის გამო ააფეთქა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, აეფეთქებინათ ოფისი, რომელიც სამხრეთ კორეასთან კავშირს უზრუნველყოფდა, იმის გამო, რომ მის მეუღლესთან დაკავშირებით პიკანტური ფურცლები გავრცელდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფურცლებში ეწერა, რომ, თითქოს, ლი სოლ ჩჟუ, პორნოგრაფიულ ფილმებში თამაშობდა, სანამ პოლიტიკური ლიდერის ცოლი გახდებოდა. კიმ ჩენ ინმა ჩათვალა, რომ ეს სამხრეთ კორეის მხრიდან პროვოკაცია იყო და ოფისი ამიტომაც ააფეთქა.

ჩრდილოეთ კორეაში ოფისი 16 ივნისს ააფეთქეს, რომელიც სამხრეთ კორეასთან კავშირს უზრუნველყოფდა. ორ კორეას შორის სამეკავშირეო ოფისი ქალაქ კესონში მდებარეობდა. 

ორ კორეას შორის კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჩრდილოეთ კორეაში ანტისამთავრობო პროპაგანდის შემცველი ფურცლები გავრცელდა. ჩრდილოეთ კორეა ამაში სამხრეთ კორეას ადანაშაულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system