
კიოტო, როგორც წესი, მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ტურისტებს მასპინძლობს, მაგრამ ახლა ვითარება ნამდვილად განსხვავებულია. კორონავირუსის გავრცელების გამო, იაპონიის ყოფილ დედაქალაქში ჩასვლისაგან ყველა თავს იკავებს. იაპონიის უძველესი ქალაქის ისტორიული ქუჩები კი დაცარიელებულია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი მაღაზიების მენეჯერებმა კამპანია "empty tourism" წამოიწყეს. ამის შესახებ CNN წერს.
კიოტოში მდებარე 5 სხვადასხვა "საშოპონგო" ქუჩაზე მდებარე მაღაზიის წარმომადგენელმა, სოციალურ ქსელებში ფოტოების გავრცელება დაიწყეს, რათა ყველასათვის ეჩვენებინათ, თუ როგორი ცარიელია მიმდებარე ტერიტორია. ამან ერთგვარი პოსტერის სახე მიიღო. სურათებს სათაურად "ცარიელი არაშიამა", "არაშიამას გარშემო, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია" და სხვა მსგავსი სლოგანი აწერია.
ამ კამპანიის მიზანი ისიც არის, რომ ახლა ამ ტერიტორიებზე უიშვიათესი სიმშვიდეა და ტურისტებით სავსე ადგილების მონახულების ნაცვლად, სტუმრებს სიმშვიდით ტკბობა და ჰარმონიის შეგრძნება შეუძლიათ. ეს უკანასკნელი კი ამ გარემოს ბუნებასა და არქიტექტურასთან უშუალო თანხვედრაშია. ამ მიზეზით შეიქმნა "ჰეშთეგებიც" #nopeople, #nowisthetime და სხვა.
åµå±±ããã¦ãªããã£ã³ãã¼ã³
— 嵯峨åµå±±ããã¦ãªããã¸ã§ã³æ¨é²åè°ä¼ (@sagaarashiyamao) February 14, 2020
ã¹ã¤ã¦ã¾ãåµå±±ä»ããããããã
åµå±±ã®ï¼ã¤ã®ååºè¡ãååã§ãã£ã³ãã¼ã³
ãæ¯è¼ç鿣æã§ãããã¾ãã³ããã¦ã£ã«ã¹ã®å½±é¿ã§é常ããæ¥è¨ªè ãå°ãªãä»
ããã£ããã¨åµå±±ã訪åãã¦ãããåãåºããã¤ã以ä¸ã®ããã¦ãªãã®å¿ã§ãè¿ããããã£ã³ãã¼ã³ pic.twitter.com/ZoQtE8PR0M
რაიონის ტურიზმის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მაღაზიების მფლობელები მზად არიან, სტუმრებს "ჩვეულებრივზე უფრო მეტი სტუმართმოყვარეობით" მოექცნენ.
"ამ მოკლე პერიოდში ჩვენს რეგიონს თავს უამრავი უბედურება დაატყდა, მათ შორის ტაიფუნები, წყალდიდობა და კოროვირუსი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ბიზნესი და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ,"- განაცხადა ერთ-ერთი მაღაზიის წარმომადგენელმა შუიჩი კატომ.
კიოტო "UNESCO-ს" მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შედის.
ანი იმედაძე
ავტორი