თავში

ქირურგმა ოპერაციების დროს ორი პაციენტის ღვიძლზე საკუთარი ინიციალები ამოწვა

​ქირურგმა ოპერაციების დროს ორი პაციენტის ღვიძლზე საკუთარი ინიციალ
ქირურგმა ოპერაციების დროს ორი პაციენტის ღვიძლზე საკუთარი ინიციალები ამოწვა

ინგლისში ტრანსპლანტაციის ქირურგმა ორ პაციენტს ღვიძლზე ოპერაციის დროს თავისი ინიციალები დაუტოვა. ინფორმაციას Express ავრცელებს.

საიმონ ბრამჰოლმა არგონის ლაზერი გამოიყენა, რომლითაც თავისი ორი პაციენტის ორგანოებზე საკუთარი ინიციალები ამოწვა. "დამღა" ზომაში დაახლოებით ოთხი სანტიმეტრია.

ეს სხვა ექიმის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს აღმოაჩინეს.

ბრიტანეთის პრაქტიკოსთა ტრიბუნალის სამსახურმა (MPTS) მის ქმედებებს "პროფესიული ქედმაღლობა" უწოდა და ასევე მიუთითა, რომ ერთ-ერთს პაციენტს მნიშვნელოვანი მორალური ზიანი მიადგა.

ქირურგის სახელი სამედიცინო რეესტრიდან ამოშალეს, რის გამოც მას სამედიცინო საქმიანობა ეკრძალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system