
The Prodigy-ის წევრის, კიტ ფლინტის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
დღეს მისმა მეგობრებმა და ჯგუფის წევრებმა, ლიამ ჰაულეტმა და მაქსიმმა "ტვიტერში" დაწერეს: "ერთი წელი გავიდა, რაც შენ დაგვტოვე. ჩვენ ყოველ დღე გვენატრები".
ჯგუფ The Prodigy-ს ვოკალისტი კიტ ფლინტი 2019 წლის 4 მარტს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვოკალისტის ცხედარი ესექსში, მისივე სახლში აღმოაჩინეს. მან თავი მოიკლა.
კიტ ფლინტის გასვენებაში ჯგუფის ათასობით ფანი შეიკრიბა. ბოლო გზაზე ის სიმღერებითა და რეივით გააცილეს.
კით ჩარლზ ფლინტი The Prodigy-ის 1990 წელს შეუერთდა. თავდაპირველად ის მოცეკვავე იყო, თუმცა, ჯგუფის 1996 წლის ჰიტებში Firestarter და Breathe ვოკალისტის როლში მოევლინა მსმენელს.
One year has gone by since you left us , we miss you everyday man , your light blazes strong ,
— The Prodigy (@the_prodigy) March 4, 2020
You will always be here with us coz as you know - WE LIVE FOREVER ..!
Stay Punk brother,
Forever in our hearts
Liam and Maxim x#theprodigy#raisetheroof#weliveforever pic.twitter.com/m5l5zQvsxa