თავში

ახალ ზელანდიაში კრაისჩერჩის მეჩეთის ტრაგედიის გმირი პოლიციელები დააჯილდოვეს

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა, კრაისჩერჩის მეჩეთზე განხორციელებული ტერაქტის დროს გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის, ორი პოლიციელი დააჯილდოვა.

პოლიციელებმა ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი მას შემდეგ დააკავეს, რაც ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, ის მესამე მეჩეთისკენ მიემართებოდა.

პოლიციელების ვინაობა, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს დასრულებამდე არ ხმაურდება. პრემიერ ჯასინდა არდენის განცხადებით, პოლიციელებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, რადგან ბრენტონ ტარანტი ქალაქის მასშტაბით, სხვა ტერაქტების მოწყობასაც გეგმავდა.

ექსტრემისტმა ბრენტონ ტარანტმა ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთზე თავდასხმა 15 მარტს განახორციელა. დაიღუპა 51 და 49 ადამიანი დაშავდა. ტარანტი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლო პროცესი გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system