თავში

"თალიბანის“ დელეგაცია პეკინში ავღანეთში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

თალიბანის
თალიბანის“ დელეგაცია პეკინში ავღანეთში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

„თალიბანის“ 9 კაციანმა დელეგაციამ პეკინში აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებების დეტალები განიხილა.

ავღანეთში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა პეკინში მას შემდეგ შედგა, რაც დონალდ ტრამპმა თალიბანთან მოლაპარაკებები შეაჩერა.

დიალოგი ავღანეთის ხელისუფლებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელშეწყობას და 18 წლიანი ომისთვის წერტილის დასმას ისახავს მიზნად.

მიმდინარე კვირაში ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ეს რიგით მე-4 არჩევნების იქნება მას შემდეგ, რაც აშშ-მ 2001 წელს ავღანეთის ხელისუფლებიდან თალიბები განდევნა.

არჩევნებს, „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჩინეთი, რომელსაც ავღანეთთან საზღვრის მცირე მონაკვეთი აქვს, „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებითაა დაინტერესებული.

დონალდ ტრამპმა 8 სექტემბერს, ტერაქტების სერიის შემდეგ, „თალიბანთან“ მოლაპარაკებები შეწყვიტა. მალევე „თალიბანმა“ ვაშინგტონთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system