
ამერიკელი მსახიობი კლარკ მიდლტონი, რომელიც Twin Peaks-სა და The Blacklist-ში შესრულებული როლებით არის ცნობილი, 63 წლის ასაკში დასავლეთ ნილოსის ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ Mirror წერს.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ დაადასტურა.
"კლარკი 4 ოქტომბერს დასავლეთის ნილოსის ვირუსის შედეგად გარდაიცვალა. კლარკი იყო მშვენიერი სულის პატრონი, რომელიც მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდა ლიმიტებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იცავდა", - განაცხადა მისმა მეუღლემ ელისა მიდლტონმა.
მეუღლემ კლარკს საყვარელი მსახიობი, მწერალი, რეჟისორი, მასწავლებელი, გმირი, ქმარი და მეგობარი უწოდა.
კლარკი ასევე არაერთ დიდ ფილმში მონაწილეობდა, მათ შორის არის "Kill Bill: Vol 2", "Sin City" და "Birdman".
თეკო გიორგაძე
ავტორი