თავში

კლიმატის კატასტროფები მსოფლიო ეკონომიკის პირველ საფრთხედ გამოცხადდა

კლიმატის კატასტროფები მსოფლიო ეკონომიკის პირველ საფრთხედ გამოცხადდა
კლიმატის კატასტროფები მსოფლიო ეკონომიკის პირველ საფრთხედ გამოცხადდა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) კლიმატის კატასტროფებსა და  ფლორისა და ფაუნის სახეობების გადაშენებას გლობალური ეკონომიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული საფრთხედ დაასახელა. 

დავოსის ფორუმის დაწყებამდე, გლობალური ეკონომიკის ყველაზე დიდ რისკებზე ანგარიში იყო წარმოდგენილი. 

"ზღვის დონე იზრდება და კლიმატთან დაკავშირებული ხანძრების რაოდენობა იმატებს", - განაცხადა WEF– ის თავმჯდომარემ და ნორვეგიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორჯ ბრენდმა წლიური ეკონომიკური რისკის ანგარიშის პრეზენტაციაზე. დოკუმენტი 750 ექსპერტისა და გადაწყვეტილების მიმღებთა გამოკითხვის შედეგადაა შედგენილი. 

ანგარიშის თანახმად, უპირველეს ყოვლისა, ხუთი უმსხვილესი გლობალური რისკი ეკოლოგიურია. კერძოდ, გამოკითხვა ექსტრემალური ამინდის შესახებ გვაფრთხილებს. ”იგი დიდ ზიანს აყენებს ქონებას, ინფრასტრუქტურასა და სიცოცხლეს”, - წერია ანგარიშში. ცალკე ადგილი სტიქიური მოვლენებს, ეთმობა რომლებიც მომდევნო ათი წლის განმავლობაშია მოსალოდნელი. გარდა ამისა, არსებობს ბიომრავალფეროვნების დაკარგვის, მიწისქვეშა და წყლების ეკოსისტემების განადგურების ალბათობაც. 

მთავრობების მიერ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირება კიდევ ერთი გრძელვადიანი რისკია, რომელიც გარემოსა და ადამიანს ზიანს აყენებს. მაგალითების სახით გარემოს დაბინძურება, ნავთობის დაღვრა და რადიოაქტიური ნარჩენების მოხვედრაა მოცემული. 

"2020 წელს, მსოფლიოს წამყვანმა პოლიტიკოსებმა, არსებული სისტემის გაუმჯობესებისა და გამოცოცხლების მიზნით, საზოგადოების ყველა სფეროსთან უნდა ითანამშრომლონ", - განაცხადა ბრენდმა. 

მისი თქმით, ეს მხოლოდ მოკლევადიან სარგებელზე არ უნდა იყოს გათვლილი.  

კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, კლაუს შვაბმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ დავოსში ჩატარებულ ტრადიციულ ყოველწლიურ შეხვედრაზე ორი გლობალური ინიციატივა დაიწყებოდა. ერთი ინიციატივა გლობალური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიარდ ადამიანს მოიცავს. მეორე კი, მსოფლიოში მილიარდი ხის დარგვაა.

ეკოსისტემის აღდგენა უახლოესი ათწლეულის პრიორიტეტია, ჩვენ გვინდა,  მომავალი თაობებისთვის ხანგრძლივი მემკვიდრეობა დავტოვოთ”, - განაცხადა შვაბმა. 

მან დასძინა, რომ სამყარო კლიმატის კრიზისისა და სავაჭრო ომების გამო საგანგებო მდგომარეობაშია და მოლაპარაკებების ფანჯარა სწრაფად იხურება. შვაბმა პირობა დადო, რომ ფორუმი უფრო სემინარი იქნებოდა, ვიდრე ადგილი დავებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system